ოთარ გულბანი სწავლას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული ოთარ გულბანი სწავლას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გააგრძელებს.

ოთო სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

მას ასევე ჰქონდა მოწვევა ბელგიიდან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც CEU-ზე შეაჩერა.