15 აგვისტოს, 19 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართება საჯარო შეხვედრა ამერიკელ ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან, რომელიც ამჟამად თბილისში ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფებისთვის ვიზუალური თხრობის ვორქშოპს ატარებს.
სტენმეიერი თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული წარმომადგენელია.
პროექტი ხორციელდება კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმა Culture and Contacts • კულტურა და კონტაქტების მიერ.