პოლონეთში მიმდინარე U15 და U17 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 დღის ჯამში 13 მედლის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოსული 5 ძალოსნიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა.
ქართულ გუნდს პირველი მედლები მარიამ მაისურაძემ მოუტანა. ძალოსანმა 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დებიუტანტმა დიმიტრი აბრალავამ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ძალოსნის ანგარიშზე 1 ბრინჯაოსა და 2 ოქროს მედალია. 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა მკერდი გიგა ოდიკაძემ, ლერი ნეფარიძემ კი 1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი დაისაკუთრა. მედლის მოპოვება შეძლო რევაზ მილდიანმაც, ძალოსანმა აკვრის ბრინჯაო მოიპოვა.
ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი- ზურაბ ანთაური
გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – თემურ ჯანჯღავა
ნაკრები გუნდის მწვრთნელები – ბეჟან ჭიჭინაძე, დავით ხარატაშვილი
ფიზიო-თერაპევტი – რუსლან ღიბრაძე
გენერალური მდივანი – რუსკა მურადაშვილი
- განრიგი საქართველოს დროის მიხედვით: