ბრიტანეთის საელჩომ ვიდეო კონკურსის “Creative Spark Big Idea Challenge” გამარჯვებულებს უმასპინძლა

22 ივლისს ბრიტანეთის საელჩომ ბრიტანეთის საბჭოსა და ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2022 წელს განხორციელებული ვიდეო კონკურსის “Creative Spark Big Idea Challenge” გამარჯვებულების დაჯილდოების და ახალი წევრების მიერ საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსზე ხელმოწერის ცერემონიას უმასპინძლა.

გამარჯვებულთა შორის იყვნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები: ერეკლე ბერიძე, გიორგი აბესაძე, ანანო შავერდაშვილი, ვალერ გურგენაშვილი და თეიმურაზ ფხაკაძე.

პროექტი  ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინოვაციური start-up იდეები განახორციელონ, მოიპოვონ ფულადი ჯილდო და ახალი გამოცდილება მიიღონ.

კონკურსი საქართველოში British Council Georgia-ს ორგანიზებით ტარდება.