საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარშავაში 5 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარშავაში, ციოლკოვსკისა და პიტლასინსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვა.

გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩემპიონი გახდა.

ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), გიორგი სულავამ (74 კგ), ევსემ შველიძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.