3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ერეკლე თავბერიძე (48 კგ), ვახტანგ ლოლუა (52 კგ) და გიორგი ალადაშვილი (75 კგ).

დავით გაბედავამ (44 კგ), რეზი გუჯაბიძემ (48 კგ) და ლუკა ფიფიამ (52 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.