ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან-პრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ზაგრების გრან-პრის მეორე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორ – 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან ერთი – ერთი მედლის მოპოვება შეძლო.

ტატო გრიგალაშვილი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. მოლდაველ და ტაჯიკ მეტოქეებთან გამარჯვების შემდეგ, მეოთხედფინალში ვაზარით დამარცხდა ფრანგ დიალო უმართან და რეპეშაჟზე გადაერთო. მსოფლიო ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბრაზილიელ გილერმე შიმიდთან ოქროს ქულით გაიმარჯვა.

ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლით დაასრულა ზაგრების გრან-პრი.