ევროპის ჩემპიონატზე სოფიკო ტერელაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა

ევროპის ჩემპიონატზე სენიორ ქალთა შორის სოფიკო ტერელაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა!

ასევე დიდი წარმატებით იასპარეზა სოფიკომ ვაჟთა ჩემპიონატზეც, სადაც პრაქტიკულად ბოლო ტურამდე ჩემპიონობისთვის იბრძოდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ვაჟთა ჩემპიონატებში ქართველ ქალ მოჭადრაკეს მსგავსი შედეგი არ დაუფიქსირებია.