დღეს ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური იხსნება

დღეს, ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური,  „სუხიშვილების“ კონცერტით იხსნება.

ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში,  15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს გაიმართება.

16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი – ჯგუფი REGGAEON-ი. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.

24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს,  „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

ფოლკლორის ნაწილში, სცენა დაეთმობა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“,  სახელმწიფო აკადემიურ  ანსამბლს „აფხაზეთს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“.

მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგებიან: ანსაბლი „მესხეთი“, „ადილეი“ , „ქალილო“,  „ძირიანი“.

არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტუნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნა და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

პ რ ო გ რ ა მ ა

 თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში

18:00- დან  რეწვის გამოფენები და ქართული სამზარეულოს კუთხეები

15 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „მესხეთი“ (ახალციხე)

22:30 „სუხიშვილები“

16 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „გორდელა“

22:30 GAGA FRANI

17 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ადილეი“ , “ჰოროლი”

22:30 „REGGAEON”

 22 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ქალილო“ (დუშეთი)

სახელმწიფო აკადემიური ანსაბლი „აფხაზეთი“

22:30 ნინო ქათამაძე & „ინსაითი“

 23 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ძირიანი“

22:30 სანდრო ნიკოლაძე & ბენდი

24 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი

„ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“

22:30    „33ა