კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს

მორიგი ქართული წარმატება კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში “ჩემი ოთახი” შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს.

ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე  ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.

ფილმი ორი პერსონაჟის ამბავს მოგვითხრობს: თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის  თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც.

ფილმში მთავარი როლების შემსრულებლები არიან თაკი მუმლაძე და მარიკა ხუნდაძე. „ჩემი ოთახის“ სცენარის ავტორები არიან: სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე.