ზუგდიდში გრანდიოზული ფესტივალი გაიმართება

14-15 ივლისს, ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლები:

რუსთავი

ბასიანი

ერისიონი

არსიანი

ოდოია

ბედინერა

კოლხური ტრიო

ფაზისი

ჰარირა

ორბელი

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი

მუსიკელი

ჩელა

ჩხოროწყუ

კოლხეთი

ეგრისი

ფესტივალი 14 ივლისს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, 19:00 სთ-ზე, ხოლო 15 ივლისს,  ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრეში, ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენით, 19:00 სთ-ზე დაიწყება. დახურვის ღონისძიება 20:00 სთ-ზე გაიმართება.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ  “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.