ესპანეთის გრან – პრიზე საქართველოს ნაკრებმა 6 წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ესპანეთის გრან – პრიზე, 19 ქვეყნის ნაკრებს შორის, 6 წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (60 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ), ლერი აბულაძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), იური ლომაძე (77 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).

ლუკა ოჩიგავა (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე (77 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.