ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის და კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტები კახეთში იმყოფებოდნენ

აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის  ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ – მკვლევართა ჯგუფი და კავკასიის  ტურიზმის სკოლის სტუდენტები ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში კახეთში  იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესწავლა კახეთის რეგიონის მაგალითზე.

„მონაწილეები შეხვდნენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციასა და სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებს, რომლის ფარგლებშიც  გამოიკითხეს ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითად ობიექტები. აღნიშნული კვლევის შედეგად სტუდენტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომლის პრეზენტაციაც 1 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება“, –  ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.