ყაზახეთის საბავშვო „ვოისის“ მონაწილე თამარ ქავთარაძე ნახევარფინალშია.
თამარ ქავთარაძე გორში ცხოვრობს, მისი პედაგოგია ნანა სამხარაძე. მას ბევრ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე ბევრჯერ აქვს აღებული I ადგილი და გრან-პრი. ამჟამად ამთავრებს გორის სამუსიკო სკოლას ვიოლინოს სპეციალობით. ასევე მღერის გორის გოგონათა გუნდში, რომლის დირიჟორია ნინო წიკლაური.
“როცა დედამ თამარი მომიყვანა სულ პატარა იყო, ალბათ 6 წლის.
არაჩვეულებრივი მონაცემებით. ბევრი რამ ისწავლა და მუსიკალურადაც გაიზარდა ძალიან მიზანდასახულია, ბევრ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდოები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. აზერბაიჯანის საბავშვო “ვოისშიც“ მიიღო მონაწილეობა და იქაც ყველა მენტორი შემოატრიალა“- განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას თამარის პედაგოგმა, ანსამბლ „აი იას“ ხელმძღვანელმა ნანა სამხარაძემ.
ყაზახეთის „ვოისის“ ნახევარფინალი 2 ივლისს გაიმართება.