სოსო ბლიაძის ფილმი – “ჩემი ოთახი” კარლოვი-ვარის საკონკურსო პროგრამაშია

სოსო ბლიაძის მხატვრული ფილმი “ჩემი ოთახი” კარლოვი-ვარის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

ფილმი ორი პერსონაჟის ამბავს მოგვითხრობს: თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის  თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც.

ფილმში მთავარი როლების შემსრულებლები არიან თაკი მუმლაძე და მარიკა ხუნდაძე. „ჩემი ოთახის“ სცენარის ავტორები არიან: სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე.

ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართება. კინოფესტივალი 1-ელი ივლისიდან 10 ივლისამდე გაგრძელდება.

რეჟისორის პირველი ფილმი – “ოთარის სიკვდილი” შარშან ამავე ფესტივალზე კრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი გახდა.