10-12 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა 10-12 ივნისს ექსპოჯორჯიაში გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – WINEXPO GEORGIA – ერთადერთი B2B ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც წარმოგიდგენთ ღვინის ინდუსტრიის, პროდუქციის, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებისა და სერვისების სრულ ასორტიმენტს.

WinExpo Georgia 2022 უმასპინძლებს:

✓ ღვინის ექსპორტის B2B ფორუმს, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად;

✓ ღვინის აგენტებს, თრეიდერებს, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, საშუალო და მსხვილ სავაჭრო ქსელებს, საერთაშორისო მედიას;

✓ და ბოლოს, ღვინის ყველა მოყვარულს, რომელსაც სურს, დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს.

ადგილზე დაგხვდებათ:

  • ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
  • ინგრედიენტები და დანამატები
  • შესაფუთი მასალები
  • სასუქები
  • მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები
  • სანერგეები
  • მინა და მინის ნაწარმი
  • აქსესუარები
  • სერვისები