თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი  26 მაისს გაიხსნა და მრავალფეროვანი პროგრამითა და ლიტერატურული სიახლეებით დაიწყო.

ფესტივალი 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდა და ასამდე ღონისძიება შესთავაზა მკითხველს.

ფესტივალის დასასრულს გაიმართა ფოკუს ქვეყნის სტატუსის გადაცემის ცერემონიაც, სადაც წლევანდელი ფოკუს ქვეყანა – თურქეთი სტატუსს გადასცემს პოლონეთს.

ღონისძიების მოდერატორი გვანცა ჯობავა იყო, ხოლო სპიკერები – ისრაფილ ქურალაი, ლეხ კონჩაკი, იაცეკ დენიელი.