სანდრო გეგეჭკორი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე 41 პიანისტს შორის მოხვდა

სანდრო გეგეჭკორი მსოფლიოს კონკურსების საერთაშორისო ფედერაციის (WFIMC) წევრ – სანტა სესილიას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე 41 პიანისტს შორის შეარჩიეს.

კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში გაიმართება.

კონკურსანტების სია უკვე გამოქვეყნდა.

„და აი ისიც! ასეულობით აპლიკაციიდან აირჩა 41 პიანისტი სანტა ჩეჩილიას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე!

ამ ძლევამოსილი ქვეყნების შორის საქართველოს დროშაც ფრიალებს! ივლისში ვიასპარეზებ ჩვენი ქვეყნის სახელით პორტოში! წერს სანდრო გეგეჭკორი და მონაწილეთა სიას აქვეყნებს.