გერმანული ენის დღე – „გერმანული ენა დიდებისა და პატარებისათვის“

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ქუთაისში გერმანული ენის დღე „გერმანული ენა დიდებისა და პატარებისათვის“ ჩატარდა.

გერმანულენოვანი საელჩოებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისში ახლომდებარე რაიონებიდანაც ბევრი სკოლის მოსწავლე ჩამოვიდა. ისინი ერთად მღეროდნენ, კითხულობდნენ წიგნებს და მონაწილეობას იღებდნენ თეატრალურ დადგმებში.

სტუდენტებს, მშობლებსა და მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, განათლების გამოფენაზე მიეღოთ ინფორმაცია სტიპენდიებსა და სავიზო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ენახათ ფილმი საქართველოში შვაბი კოლონისტების შესახებ.