Naarden International Piano Festival ნინო გვეტაძის კონცერტით გაიხსნა

2022 წლის 28 აპრილს, ნაარდენის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი Naarden International Piano Festival (NIPF), ნიდერლანდებში მცხოვრები ცნობილი ქართველი პიანისტის, ნინო გვეტაძის კონცერტით გაიხსნა,ნინო იმავდროულად გახლავთ NIPF-ის თანადამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ქართველი პიანისტი, Ruysdael კვარტეტთან ერთად გამოვიდა და მსმენელის წინაშე ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები შეასრულა, ვიოლინოსა და ჩელოს თანხლებით.

ღონისძიებას დაესწრნენ ქალაქ ნაარდენის მერი ჰან ტერ ჰეეხდე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია.

ნინო გვეტაძემ ჰააგის სამეფო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, სწავლა ამსტერდამის კონსერვატორიაში გააგრძელა. სწორედ აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა – ნინო მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს ლაურეატი და რამდენიმე ალბომის ავტორია.

ქართველმა პიანისტმა გასტროლებით წარმატებით მოიარა: გერმანია, საფრანგეთი, სირია, ეკვადორი და სხვა ქვეყნები. იგი თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, როგორებიც არიან – მიშელ პლასონიიანი ნეზეთ სეგანი, მიშელ ტაბაჩნიკი, ჯონ აქსელროდი და იაპ ვან ზეედენი; უკრავს როტერდამის, ჰააგის, რაინისსეულისა და ბრიუსელის ფილარმონიულ ორკესტრებთან და მალერის კამერულ ორკესტრთან ერთად.