ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სოფიაში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სრულად არის წარმოდგენილი, პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.

მომავალი მედალოსანი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა – მეოთხედფინალში დაამარცხა პოლონელი მოწინააღმდეგე, მაგრამ ნახევარფინალში თავად  დამარცხდა ფრანგ მეტოქესთან. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანმა ჩეხ ვერა ზემანოვას იპონით მოუგო და ჯილდოდ ბრინჯაოს მედალი მიიღო, რაც ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენის კარიერში მნიშვნელოვანი წარმატებაა.

“დღესვე მედლები განაწილდა ვაჟთა 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში. ტატამზე გავიდა 3 ქართველი ძიუდოისტი (ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი), მაგრამ, სამწუხაროდ, სამივე უმედლოდ დარჩა – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.