კონსერვატორიაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობისა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების თანამშრომლობით 4 მაისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება. კონცერტზე ქართველი და უკრაინელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.

მაყურებელი იხილავს კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდს, თბილისის ქალთა გუნდს და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტურ ორკესტრს, აგრეთვე, მოისმენს მუსიკას არაერთი კამერული ანსამბლის შესრულებით და ვოკალურ – ინსტრუმენტულ მუსიკას, როგორც საორკესტრო, ასევე საფორტეპიანო აკომპანემენტით.

ღონისძიების პარალელურად გაიმართება სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება უკრაინაში.