სანდრო მაკარიძე – ყინულის ჰოკეის მომავალი ვარსკვლავი

სანდრო მაკარიძემ ყინულის ჰოკეის თამაში უნგრეთში 5 წლის ასაკში დაიწყო.

2022 წლის თებერვლიდან 11 წლის სანდრო საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ამჟამად იგი არის ბულონ ბილანკურის 13-წლამდელთა გუნდის „ACBB“ ფორვარდი, საფრანგეთის 2022 წლის ჩემპიონი.

სანდრო მაკარიძის შესახებ ინფორმაციას უნგრეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უნგრელი მწვრთნელი ძალიან გულდაწყვეტილია სანდროს საფრანგეთში გადასვლით – „უნგრელი მწვრთნელი ნ. ბუზაში სანდრო მაკარიძის გუნდიდან წასვლის შესახებ წერდა: “მისი წასვლა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, როგორც ადამიანურად, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით. ჩვენს გუნდში დარჩენით, მისი ცოდნითა და შთაგონებით იგი შეძლებდა უნგრეთის მომავალი ჰოკეის ნაკრების უფრო მაღალ დონეზე აყვანას“