AUBG-ს საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში ქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 10 აპრილს, ბლაგოევგრადში გაიმართა ბულგარეთში ამერიკული უნივერსიტეტის (AUBG) ტრადიციული საერთაშორისო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება – საერთაშორისო კულინარიული საღამო.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ AUBG-ს ქართველი სტუდენტებიც, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ცეკვებით წარდგნენ და მათ ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიებას საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.