საქართველო მხატვრული რეწვის ევროპულ დღეებს შეუერთდა

მხატვრული რეწვის ევროპული დღეები (Journées Européennes des Métiers d’Art, JEMA/EACD) რეწვის სექტორის უმთავრესი ღონისძიებაა ევროპის მასშტაბით, რომელიც წელს მეთექვსმეტედ გაიმართება. ღონისძიება, მიზნად ისახავს დარგის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას ევროპაში, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, მედიასა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას. 2022 წელს საერთაშორისო პროგრამას საქართველოც უერთდება. ღონისძიებას კოორდინირებას უწევენ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.
“მხატვრული რეწვის ევროპული დღეების მეთექვსმეტე კვირეული 2022 წლის 28 მარტიდან 3 აპრილამდე გაიმართება.კვირეულს საქართველოდან შეუერთდებიან ქართველი რეწვის ოსტატები და კულტურის სფეროს წარმომადგენელი ორგანიზაციები. კვირეულის ფარგლებში ჩატარდება უფასო ტურები, ვორქშოფები და მასტერკლასები: 2022 წლის კვირეულის სლოგანია „ვქმნით უნისონში“ (‘Our hands in unison’) – ნათქვამია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის განცხადებაში.