CPH:FORUM – ზე სამი ქართული ფილმის პროექტი იქნება წარმოდგენილი

CPH:FORUM  – კოპროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია. იგი ყოველწლიურად კოპენჰაგენში ტარდება და საერთაშორისო პოტენციალის მქონე დოკუმენტური ფილმების პროექტების განვითარებას უწყობს ხელს. წელს ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 3 ქართული ფილმის პროექტი: ” 9 თვიანი კონტრაქტი” – პროდიუსერები ანა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა, რეჟისორი – ქეთევან ვაშაგაშვილი; “Blueberry Dreams” – პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი, რეჟისორი – ელენე მიქაბერიძე; “რაც თავი მახსოვს” პროდიუსერი და რეჟისორი მაკა გოგალაძე; ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.