2 აპრილს, სვანეთში, მესტიაში, ზურულდის მთაზე სამოყვარულო შეჯიბრი “ზურულდი 2022” პირველად გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მოყვარული მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან. (მონაწილეთა ასაკი 18 +).
მონაწილეებსა და სტუმრებს დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილი მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები დახვდებათ; საღამო დასრულდება ღამის სრიალით.
ღონისძიების ორგანიზატორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და “ემ თი ეი”(MTA).