საქართველოს რადიოს რადიოსპექტაკლებმა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და “გვჭირდება თუ არა შექსპირი?” გაერთიანებული სამეფოს რადიოდრამის საერთაშორისო ფესტივალის შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და ფინალურ ეტაპზე მოხვდა.
ფესტივალი იმართება ინგლისში, 21-25 მარტს, ქალაქ კენტში. ჟიურის თანათავმჯდომარეები იქნებიან ფლორენტ ბარატი და სებასტიენ შმიცი.
ეს ქართული რადიოს და რადიოთეატრის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.