GIPA-ს სტუდენტი ანა მანველიშვილი ჰამბურგში, German Press Agency-ში იმუშავებს

GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, ანა მანველიშვილი შემოდგომის სემესტრში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში.ჰამბურგის უნივერსიტეტმა მას სასწავლებლად კიდევ ერთი სემესტრით დარჩენა შესთავაზა.ინფორმაციას GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ავრცელებს. 
ამავდროულად, ანა გერმანიის პრესის სააგენტოში იმუშავებს, რომელიც1949 წლიდან ფუნქციონირებს და იკვლევს არჩევნებს, ძირითადად ევროპის მასშტაბით. ანა გუნდს შეუერთდება და იქნება სტუდენტ-ასტისტენტი და კომუნიკაცია ექნება სხვადასხვა ინსტიტუციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.