პროფესორ ირინა ლობჟანიძის ნაშრომი “springer”-ში გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის პროფესორის, ირინა ლობჟანიძის სამეცნიერო ნაშრომი ”Finite-State Computational Morphology: An Analyzer and Generator for Georgian“ Springer-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ნაშრომი სრულყოფილად ასახავს ქართულის სასრული პოზიციის მორფოლოგიის მიმდინარე კვლევებსა და საშუალებებს, მკითხველს წარმოდგენას უქმნის ქართული მორფოსინტაქსისა და მისი კომპიუტერული დამუშავების შესახებ. წიგნი იწყება კვლევის ძირითად მიმართულებათა მიმოხილვით, მოიცავს სიტყვისა და მისი კომპონენტების აღწერას და სრულდება ქართული მორფოსინტაქსისა და ქართულის მორფოლოგიური ანალიზატორისა და გენერატორის მიმოხილვით. 
წიგნი შედგება სამი თავისა და დანართებისაგან. პირველი თავი ეთმობა ქართულის მორფოსინტაქსური სტრუქტურის მიმოხილვას, მეორე ყურადღებას ამახვილებს სასრული პოზიციის ტექნოლოგიის გამოყენებასა და ქართულის ტოკენიზატორის, მორფოლოგიური ანალიზატორისა და გენერატორის შედგენაზე, მესამე თავში კი განხილულია ანალიზატორის შედეგების ტესტირება და შეფასება.