გამოიცა წიგნი – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეიარაღებული ძალები“

ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეიარაღებული ძალები“.

გამოცემა პირველია იმ წიგნებიდან, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული არქივისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ეგიდით გამოიცემა.

„წიგნების სერია მოგვითხრობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს საქართველოს არმია, როგორი იყო სამხედროების ცხოვრება, მომზადება, სამხედრო დიპლომატია და რა გზა განვლო იმ მოკლე პერიოდში ქართულმა არმიამ“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.