1 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 1 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ოთარ ბაგაურმა (74 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. მესამე საპრიზო ადგილები კი დაიკავეს: გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), ნიკა ზაქაშვილმა (61 კგ), ლუკა მარიამიძემ (70 კგ), ლევან ბაზაძემ (92 კგ) და რივერი მწითურმა (97 კგ).

უკრაინაში გამგზავრების წინ, რამდენიმე ტიტულოვან ქართველ მოჭიდავეს კოვიდი დაუდასტურდა და ნაკრები შეჯიბრებაზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა.