კომაროვის სკოლის პედაგოგებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს

კომაროვის სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა IV საერთაშორისო ტურნირზე ოქროს სამი და ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს.ინფორმაციას სკოლა პანსიონი კომაროვი ავრცელებს.გუნდურ შეჯიბრში კომაროვის სკოლის გუნდი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.კონკურსი ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმატის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც 30-მდე სკოლის 200-ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა.
სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან: ივანე კვიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი- ოქროს მედალი;ლერი ბანცური, მათემატიკის პედაგოგი – ვერცხლის მედალი;მალხაზ ჯინჭარაძე, მათემატიკის პედაგოგი – ვერცხლის მედალი;თეიმურაზ კალატოზი, ფიზიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;თეიმურაზ თოლორაია, ინფორმატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი-ოქროს მედალი.