ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 82 მონაწილეს შორის 34- ე ადგილი დაიკავა

სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ჩინეთში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში 82 მონაწილეს შორის 34-ე ადგილი დაიკავა.ქართველი მოთხილამურეები  – ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე, ასევე მათი მწვრთნელი- ივან ნარდი პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 31 იანვარს გაემგზავრნენ. ნინო წიკლაურისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშებია, სოსო ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე – 13-16 თებერვალს.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს მასპინძლობს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა)  9 სპორტსმენი ასპარეზობს.