შუმენის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 7 მედალი მოიპოვეს. წელს, შუმენის რიგით მეცამეტე ოლიმპიადა დისტანციურად გაიმართა და მასში 20-მდე ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადაზე – ლუკა მოსიაშვილი ვერცხლის, ხოლო გიორგი ნადარეიშვილი, გიორგი ჩხაიძე, იაკობ რიგვავა, ქეთევან ციმაკურიძე, ნიკა თამლიანი და ლუკა მელაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.