საერთაშორისო სტუდენტები მცხეთასა და ანანურში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები მცხეთასა და ანანურში ექსკურსიით იმყოფებოდნენ.

მათ ისტორიული ქალაქების კულტურული ძეგლები მოინახულეს და დედაქალაქში დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

ექსკურსია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინიციატივითა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

„გასვლითი ღონისძიება   უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის, მათი სოციალიზაციის გაზრდისა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით მოეწყო“, – ნათქვამია  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსკურსიის დასასრულს, უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუდენტებს დაპირდნენ, რომ მათთვის მსგავსი ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში მოეწყობა. უნივერსიტეტმა თითოეულ მათგანს, სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.