ბექა ბურჯანაძე მსოფლიო საკვალიფიკაციოს საუკეთესო 10 ფორვარდს შორის დასახელდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ფიბა-მ, მსოფლიოს 2023 წლის თასის შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ, მსოფლიოს მასშტაბით 10 მძიმე ფორვარდი დაასახელა, რომელთა შორისაა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბეტისის“ თავდამსხმელი ბექა ბურჯანაძე.

ბექას გარდა ტოპ-10 მძიმე ფორვარდებში მოხვდნენ: აბუ გაკუ (ანგოლა), ჯეიმს ოკელო (უგანდა), ემანუელ ტერი (აშშ), ალექსანდრ ჩასანგი (საფრანგეთი), მატიას კალფანი (ურუგვაი), იოჰან ვოიტმანი (გერმანია), კაილ ვილტიერი (კანადა), მაკრამ ბენ რომდანე (ტუნისი), როდიონს კურუჩსი (ლატვია).