არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 14-18 ნოემბერს, დუბაიში ,ავიაციის სფეროში მომუშავე კომპანიების მონაწილეობით, ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა Dubai Airshow ტარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობს 148 ქვეყნის ავია-კომპანია, წარმოდგენილია 100-ზე მეტი კომპანიის სტენდი და 21 პავილიონი.
ღონისძიებაში პირველად საკუთარი პავილიონით მონაწილეობს საქართველოში დარეგისტრირებული ავია კომპანია თბილისი ეარვეისი (Tbilisi Airways).
გამოფენას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ირაკლი როგავა დაესწრო.