საერთაშორისო გამოფენა Dubai Airshow-ში ავია კომპანია Tbilisi Airways-ი მონაწილეობს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 14-18 ნოემბერს, დუბაიში ,ავიაციის სფეროში მომუშავე კომპანიების მონაწილეობით, ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა Dubai Airshow ტარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობს 148 ქვეყნის ავია-კომპანია, წარმოდგენილია 100-ზე მეტი კომპანიის სტენდი და 21 პავილიონი.

ღონისძიებაში პირველად საკუთარი პავილიონით მონაწილეობს საქართველოში დარეგისტრირებული ავია კომპანია თბილისი ეარვეისი (Tbilisi Airways).

გამოფენას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ირაკლი როგავა დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები