ზაზა ხალვაშის ფილმს “ნამე” მალმოს უნივერსიტეტში აჩვენებენ

23 ნოემბერს, შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში ზაზა ხალვაშის ფილმს “ნამე” აჩვენებენ.  ჩვენება შვედეთის დროით 17:00 საათზე გაიმართება.ფილმის დასრულების შემდეგ, მაყურებელი ონლაინ შეხვდება “ნამეს” ოპერატორ გიორგი შველიძესა და ზაზა ხალვაშის შვილს, პროფესორ თამთა ხალვაშს.ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.

ფილმის შესახებ: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ცხოვრობს მოხუცი მამა, მისი ქალიშვილი ნამე და სამი ვაჟი. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.გოგონა სახელად ნამე ზუბენებრივი ძალებითაა დაჯილდოვებული, თუმცა ამ ძალას მაშინ კარგავს, როცა პირველად შეუყვარდება.