საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, კინოთეატრ “სტუდიოში“ ემიგრაციის ისტორიაში პირველად, ჩატარდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “დიონისე 2021”. ეს იყო ინსპირაცია ფართომასშტაბიანი ფესტივალების ჩატარებისა. იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ ათენის ქართულ-ბერძნული თეატრალურ-კულტურული ორგანიზაცია “დიონისე” თაკო სამხარაძის ხელმძღვანელობით.ფესტივალზე დაჯილდოვდნენ: ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ხათუნა ბოღრაშვილი/ ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისთვის თამარ ლომიაშვილი/ კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის გიორგი მუსერიძე/კაცის საუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისთვის ირაკლი ხონელიძე/საუკეთესო ქორეოგრაფია ნატალია გოგუაძე/ საუკეთესო მუსიკალური გაფორმება თაკო სამხარაძე/ საუკეთესო მხატვრული გაფორმება მიხეილ რატიანი/საუკეთესო რეჟისურა მიხეილ რატიანი/საუკეთესო სპექტაკლი: ნოდარ დუმბაძე “ბოშები”/საუკეთესო ინსცენირება: მირიან ზალოშვილი პიესა “ჩემი სახლი”
ფესტივალზე მონაწილეობდნენ ქართული და ბერძნული თეატრალური დასები, ასევე გაიმართა ქართველ ემიგრანტთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა.