საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ბუდაპეშტში მიმდინარე  23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები  გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონების და ბიჭების) ისტორიაში პირველად მოიგო.

ფინალში ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (-90), სოფიო სომხიშვილმა (+78) საბა ინანეიშვილმა (+100). ოქროს მედლის მფლობელები ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100) გახდნენ,  მეორე ადგილზე ვლადიმერ ახალკაცი (81), ალეკო მამიაშვილი (73) და  სოფიო სომხიშვილი გავიდნენ. ბრინჯაოს მედლები კი  გიორგი ჩიქოვანს (100), გიორგი თუშიშვილსა (66) და გელა ზაალიშვილს (+100) ერგოთ.