ჟიურიმ “OPERA CROWN“ – ის ლაურეატები გამოავლინა

თბილისის ვოკალისტთა II საერთაშორისო კონკურსი “OPERA CROWN“ წარმატებით დასრულდა.

ფინალური ტურის შემდეგ ჟიურიმ 2021 წლის კონკურსის ლაურეატები გამოავლინა:

I პრემია: ალექსეი კულაგინი, ბანი (რუსეთი)

II პრემია: კონსტანტინე ყიფიანი, ტენორი (საქართველო)

III პრემია: აქსელ დავეიანი, ბარიტონი (სომხეთი)

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეციალური პრიზი კიწილად ხვდა იულია ზასიმოვას, სოპრანო (უკრაინა)

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კონსერვატორიის სტუდენტმა კონსტანტინე ყიფიანმა ესპანეთში გამართულ მონსერატ კაბალიეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ლაურეატის წოდება და მესამე პრემია დაიმსახურა.