ეკატერინე გორგოძე ბუენოს აირესის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე „WTA 125 Argentina Open doubles“ ტურნირის გამარჯვებულია. ეკატერინე 26 წლის რუმინელ ირინა მარია ბარასთან  ერთად ბუენოს აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგში პირველ ნომრად იყო განთესილი. გოგონები ფინალში არგენტინულ/ბერძნულ წყვილს, კარლე-პაპამიხაილს შეხვდნენ და მეტოქეები ანგარიშით 5:7 7:5 10:4 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეკატერინე გორგოძემ რუმინეთში მიმდინარე WTA 250 Transylvania Open-ის წყვილთა გათამაშება მოიგო, 24 საფეხურით დაწინაურდა და წყვილთა თანრიგის განახლებული რეიტინგით 78-ე ადგილი დაიკავა.