სომხეთში, წახკაძორში, მოჭადრაკეთა წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა მოჭადრაკემ ლევან ფანცულაიამ წარმატებით იასპარეზა, ქართველი დიდოსტატი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში 10 ქვეყნის 103 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
პირველ ადგილზე 9-დან 7 ქულით, ალექსეი გოგანოვი (რუსეთი) გავიდა, გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ქართველი დიდოსტატი და II-IV საპრიზო ადგილები გაინაწილა.