ლევან ფანცულაია მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა

სომხეთში, წახკაძორში, მოჭადრაკეთა წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა მოჭადრაკემ ლევან ფანცულაიამ წარმატებით იასპარეზა, ქართველი დიდოსტატი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში 10 ქვეყნის 103 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

პირველ ადგილზე 9-დან 7 ქულით, ალექსეი გოგანოვი (რუსეთი) გავიდა, გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ქართველი დიდოსტატი და II-IV საპრიზო ადგილები გაინაწილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები