ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონის შტატში, 18 ოქტომბერს ქ. სიეტლში საკონსულო საკითხებზე მოქალაქეთა მიღება იგეგმება.
„საკონსულო მიღების დროს შესაძლებლობა გექნებათ:
- შემოიტანოთ განაცხადი საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მიზნით (რომელსაც მიიღებთ 45 დღეში ფოსტის მეშვეობით);
- მიიღოთ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
- მიიღოთ კონსულტაცია საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით;
- გააფორმოთ მინდობილობა ან სხვა სანოტარო აქტი;
- ისარგებლოთ სხვა საკონსულო მომსახურებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. სიეტლში მომსახურების მიღების მსურველებს, გთხოვთ შეავსოთ წინასწარი სარეგისტრაციო ფორმა, მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: consulatesf@mfa.gov.ge ან ტელეფონზე: 415 528 37 06.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.