ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ მისმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დასაწყისი”, შარშან, სან სებასტიანში ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო:
- კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”;
- დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
- ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
- დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
სან სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. იგი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება.