1 სექტემბრიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობა ვიზის გარეშე იქნება შესაძლებელი

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან, ძალაში შედის “შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ”.

შეთანხმება ორივე ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზის გარეშე იმგზავრონ.