ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა გამოაცხადა კონკურსი “შესაძლებლობების განვითარების ლაბორატორია.”
„კონკურსი მიზნად ისახავს ევროპასა და პარტნიორ ქვეყნებში დიასპორული ორგანიზაციების, ასევე რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერებას ცოდნითა და უნარებით, რათა გაიზარდოს დიასპორის ჩართულობა,“ – ნათქვამია ქართული დიასპორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსზე განაცხადი ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, არაბულ და ფრანგულ ენებზე მიიღება. განცხადების წარდგენის ბოლო ვადა კი 2021 წლის 29 აგვისტოა.